268A0298


Přisuzování:
Obrázek je označen jako „Vyžadováno uvedení zdroje“ (Attribution Required), ale nebyly uvedeny žádné informace o přiřazení. Při použití šablony MediaWiki pro licence CC-BY byl pravděpodobně parametr atribuce vynechán. Autoři zde mohou najít příklad pro správné použití šablon.
Formát:
1067 x 1600 Pixel (672623 Bytes)
Popis:
ბუნების ძეგლი წარმოადგენს რთულ, პალეოგრაფიულ, გეოლოგიურ და განსაკუთრებული გეომორფოლოგიური აგებულებით გამორჩეულ კომპლექს, რომლის შემადგენლობაში შედის ნეოტექტონიკური სტრუქტურები, ტბიური ნალექები, თვალწარმტაცი კლიუზ-კანიონი.

მდ. საწისქვილოს მიერ ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული ოკაცეს კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის, ერთ-ერთი მათგანია „ბოგა”, საიდანაც კანიონის ფსკერის დანახვაა შესაძლებელი. შუა მეოთხეულში მდ. საწისქვილოს ხეობა გადაიკეტა ტექტონიკური ნასხლეტით და მასში გაჩნდა ტბა, რომელშიც თიხა-ქვიშა ილექებოდა. ტბიური ნალექების წყების სისქემ 27 მეტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რამდენიმე ათეულმა ათასმა წელმა განვლო. წყალმა იპოვნა გასასვლელი კირქვის ნაპრალებში, გააფართოვა ისინი და დაცალა ტბა. დაიწყო ტბიური ნალექების გადარეცხვა და კანიონის გამომუშავება. ამჟამად ტბიური ნალექები შემორჩენილია ცალკეულ ფრაგმენტებად. გორდის პლეისტოცენურ ტბიურ ნალექებში ნათლადაა გამოსახული სეზონური შრეებრიობა. შრეთა ყოველი წყვილი შეესაბამება ერთ წელს. ტბიური წყების პალინოლოგიური შესწავლით(ნამარხი მცენერეების მტვრისა და სპორების მიკროსკოპული კვლევით) გაირკვა, რომ წყების ქვედა ნაწილში დაცულია ფლორის არქაული, სადღეისოდ გამქრალი სახეობების ნაშთები (ჭაობის კვიპაროზი ანუ ტაქსოდიუმი, ენგელჰარდტია, კარია, ტსუგა, კედარი ანუ ცედრუსი და სხვ.). გორდის ტბიური წყების უფრო მაღლა მდებარე შრეებში ეს მცენარეები აღარ არის, რაც არეკლავს ოროგენეზის მიერ გამოწვეულ კლიმატის აცივებას. დღეისათვის კანიონი თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის, რაც განაპირობებს, მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი მცენარისთვის, საბინადრო გარემოს ჩამოყალიბებას.

მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორდის მიდამოები, 520 მეტრი ზღვის დონიდან.
Licence:
Credit:
Vlastní dílo
Sdílet obrázek:
Facebook   Twitter   Pinterest   WhatsApp   Telegram   E-Mail
Více informací o licenci na obrázek naleznete zde. Poslední aktualizace: Thu, 22 Feb 2024 00:52:17 GMT

Relevantní obrázky


Relevantní články

Vápencové masivy Centrálního Velkého Kavkazu

Vápencové masivy Centrálního Velkého Kavkazu je název geomorfologického regionu části jižních makrosvahů Centrálního Velkého Kavkazu v Gruzii. Tento region se skládá ze šesti samostatných vápencových masivů, navzájem oddělených soutěskami řek Magana, Čanisckali, Chobi a Techuri. Tyto jednotlivé masivy jsou od západu k východu Culiši, Kvira, Gauča, Migaria, Aschi a Chvamli. .. pokračovat ve čtení